RSVP: რა არის და როგორ შევაგროვოთ სტუმრების პასუხები
invu-ს გუნდი განახლდა 2026 წლის 10 ოქტომბერს 4 წუთი საკითხავად
RSVP არის თხოვნა სტუმრისადმი, რომ მოწვევას უპასუხოს: მოვა თუ არა. ეს ფრანგული ფრაზის, „répondez s'il vous plaît“-ის შემოკლებაა და ნიშნავს „გთხოვთ, გვიპასუხოთ“. ონლაინ მოსაწვევში RSVP პატარა ფორმაა, სადაც სტუმარი აღნიშნავს, მოვა თუ არა, რამდენი ადამიანით და აქვს თუ არა კვების განსაკუთრებული მოთხოვნა.
მოკლედ
- რას ნიშნავს
- „répondez s'il vous plaît“ — „გთხოვთ, გვიპასუხოთ“.
- ქართულად როგორ იწერება
- „გთხოვთ, დაადასტუროთ დასწრება“.
- რისთვის სჭირდება მასპინძელს
- სუფრის, მაგიდებისა და ბიუჯეტის დასაგეგმად.
- invu.ge-ზე
- პასუხები თავისით გროვდება სტუმრების სიაში; სიას Excel-ში ჩამოტვირთავთ.
ამ გვერდზე
- რას ნიშნავს RSVP
- რატომ არის RSVP მნიშვნელოვანი
- როგორ მუშაობს RSVP invu-ზე
- რჩევები: როგორ მივიღოთ პასუხი ყველასგან
- ხშირი კითხვები
რას ნიშნავს RSVP
RSVP ფრანგული „répondez s'il vous plaît“-ის სიტყვების პირველი ასოებია. ქართულ მოსაწვევებზე იმავე თხოვნას ასე წერენ: „გთხოვთ, დაადასტუროთ დასწრება“.
RSVP მოსაწვევზე ორ რამეს ნიშნავს: მასპინძელს პასუხი სჭირდება და ამ პასუხს კონკრეტულ თარიღამდე ელოდება. უარიც პასუხია — „ვერ მოვალ“ მასპინძელს ისევე სჭირდება, როგორც „მოვალ“.
საქართველოში დასწრებას ხშირად ზარით ადასტურებენ. ონლაინ მოსაწვევში პასუხი ფორმით იგზავნება, და მასპინძელს ყველა პასუხი ერთ ადგილას აქვს.
რატომ არის RSVP მნიშვნელოვანი
ზუსტი რაოდენობა ყველა გეგმის საფუძველია. პასუხების გარეშე ყველაფერს ვარაუდით ითვლით.
- სუფრა. დარბაზი და კეიტერინგი ფასს, როგორც წესი, ადამიანზე ითვლის. ზედმეტად შეკვეთილი ადგილი ცარიელ სკამებში გადახდილი ფულია, ნაკლები კი — უხერხულობა ქორწილის დღეს.
- დასხდომა. მაგიდებს მაშინ დაგეგმავთ, როცა იცით, ვინ მოდის და ვისთან ერთად.
- ბიუჯეტი. ტორტი, სასმელი, ტრანსპორტი — ბევრი ხარჯი სტუმრების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
- განსაკუთრებული საჭიროებები. ვეგეტარიანელი სტუმარი, ალერგია, პატარა ბავშვთან ერთად მოსული ოჯახი ან ეტლით მოსარგებლე ბებია — ეს წინასწარ უნდა იცოდეთ და არა ქორწილის დღეს.
როგორ მუშაობს RSVP invu-ზე
invu.ge — ქართული პლატფორმა ონლაინ მოსაწვევებისთვის. RSVP ფორმა თითოეულ მოსაწვევშია ჩაშენებული.
სტუმარი ბმულს ხსნის და ერთ-ერთ პასუხს ირჩევს: „დიახ, ვიქნები!“ ან „ბოდიში, ვერ ვიქნები“. შემდეგ უთითებს, რამდენი ადამიანი მოდის, და აღნიშნავს, რა სჭირდება: ვეგეტარიანული, ვეგანური ან უგლუტენო კვება, ალერგია, ბავშვთან ერთად მოსვლა, ეტლით გადაადგილება ან სხვა. ბოლოს წერს სახელს და ელფოსტას ან ტელეფონის ნომერს. მასპინძელს მოკლე შეტყობინებაც შეიძლება დაუტოვოს. აპლიკაცია და რეგისტრაცია არ სჭირდება.
მასპინძელი ყველა პასუხს სტუმრების სიაში ხედავს. თითოეულ სტუმარს სტატუსი აქვს: „მოვა“, „ვერ მოვა“, „შესაძლოა“ ან „მოლოდინში“. სიის თავში ჩანს, რამდენმა უპასუხა და სულ რამდენი ადამიანი მოდის. კვების მოთხოვნები ცალკე არის შეჯამებული, სუფრის დასაგეგმად.
სიასთან ერთად ეს შესაძლებლობებიც გაქვთ:
- Excel ფაილი. სიას ნებისმიერ დროს Excel-ში ჩამოტვირთავთ — პასუხებით, ადამიანების რაოდენობით, მაგიდებითა და საჭიროებებით. ფაილი გამოგადგებათ, მაგალითად, დარბაზის მენეჯერისთვის. წინასწარ შედგენილ სიას Excel-იდანვე ატვირთავთ, და ერთი და იმავე სიის ხელახლა ატვირთვა სტუმრებს არ აორმაგებს.
- შეხსენება. ვისაც ჯერ არ უპასუხია და ელფოსტა აქვს მითითებული, ერთი ღილაკით შეხსენებას გაუგზავნით. ვინც ბოლო სამ დღეში უკვე მიიღო შეხსენება, ხელახლა არ მიიღებს.
- ხელით დამატება. ვინც პასუხი ზარით გითხრათ, ის სიაში თავად დაამატეთ და პასუხი მონიშნეთ.
- მაგიდები. მომავალ სტუმრებს სიიდანვე დასვამთ მაგიდებზე.
RSVP პასუხების რაოდენობა არცერთ პაკეტში შეზღუდული არ არის.
რჩევები: როგორ მივიღოთ პასუხი ყველასგან
- დააწესეთ ვადა და ჩაწერეთ ტექსტში. მაგალითად: „გთხოვთ, დაგვიდასტუროთ დასწრება 15 მაისამდე“. ქორწილისთვის ვადად ღონისძიებამდე 2–3 კვირა აირჩიეთ.
- სიაში ელფოსტა მიუთითეთ. ვისაც ელფოსტა აქვს, შეხსენებას invu-დან მიიღებს. დანარჩენებს ბმული თავად გაუგზავნეთ.
- შეახსენეთ ვადამდე ერთი კვირით ადრე. ზოგი სტუმარი ბმულს ხსნის, პასუხს მოგვიანებისთვის ტოვებს და ავიწყდება. ასეთ სტუმარს ერთი თავაზიანი შეხსენება ეხმარება.
- ვინც მაინც არ პასუხობს, პირადად მისწერეთ ან დაურეკეთ. პასუხი შემდეგ სიაში თავად ჩაწერეთ.
- ოჯახს ერთი პასუხიც ეყოფა. სთხოვეთ, რომ ერთმა წევრმა მიუთითოს, რამდენი ადამიანი მოდის.
- სთხოვეთ, უარიც გაცნობონ. „ვერ ვიქნები“ ისეთივე საჭირო პასუხია, როგორც „ვიქნები“: ის სიას აზუსტებს.
ხშირი კითხვები
როგორ დავწერო RSVP ქართულად?
ყველაზე გავრცელებული ფორმაა „გთხოვთ, დაადასტუროთ დასწრება“. თუ ვადა გაქვთ, დაამატეთ: „გთხოვთ, დაადასტუროთ დასწრება 15 მაისამდე“.
რა ვქნა, თუ სტუმარი არ პასუხობს?
ჯერ შეხსენება გაუგზავნეთ invu-დან. თუ ვადა გავიდა და პასუხი მაინც არ არის, მისწერეთ ან დაურეკეთ და პასუხი სიაში თავად ჩაწერეთ.
სტუმრების სიის Excel-ში ჩამოტვირთვა შეიძლება?
დიახ. სიას ერთი ღილაკით ჩამოტვირთავთ Excel ფაილად. მასში არის სახელები, საკონტაქტო მონაცემები, პასუხები, ადამიანების რაოდენობა, მაგიდები და საჭიროებები.
სტუმარს პასუხისთვის რეგისტრაცია სჭირდება?
არა. სტუმარი ბმულს ხსნის და პასუხობს. ის მხოლოდ სახელს და ელფოსტას ან ტელეფონის ნომერს უთითებს, რომ მასპინძელმა იცოდეს, ვინ უპასუხა.
დაიწყეთ თქვენი მოსაწვევით
შაბლონის არჩევა, შევსება და წინასწარ ნახვა უფასოა. იხდით მხოლოდ მაშინ, როცა მოსაწვევს აგზავნით.
შაბლონების ნახვა ნახეთ ვიდეოში
მსგავსი გზამკვლევები
ქორწილი · 5 წუთი
როგორ შევქმნათ ქორწილის მოსაწვევი ონლაინ — ნაბიჯ-ნაბიჯ
შაბლონიდან ფოტოალბომამდე რვა ნაბიჯად, და როდის გავგზავნოთ.
საფუძვლები · 4 წუთი
ონლაინ მოსაწვევი: რა არის და როგორ მუშაობს
რას ხედავს სტუმარი, რით სჯობს ქაღალდს და რა უნდა ეწეროს მოსაწვევში.